მთავარიევროპაესტონეთიესტონეთი მოსალოდნელი რუსული ჰიბრიდული თავდასხმების გამო მობილიზებას აცხადებს

ესტონეთი მოსალოდნელი რუსული ჰიბრიდული თავდასხმების გამო მობილიზებას აცხადებს

ესტონეთი მოსალოდნელი რუსული ჰიბრიდული თავდასხმების გამო მობილიზებას აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ რუსეთიდან მომდინარე კიბერდანაშაულების შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო მეტად იზრდება.

ესტონეთი მზად არის, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. წელს  ესტონეთში  ჯაშუშობის ბრალდებით უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროფესორი დააკავეს. ასევე დააპატიმრეს 13 ადამიანი თავდასხმების გამო, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული. რუსეთიდან ფინეთსა და სიდიდით მეორე ქალაქ ტარტუში ფრენები შეფერხებულია.

„ყველას გვესმის, რომ ჰიბრიდული შეტევების საკითხი ჯერ კიდევ ძალიან მწვავედ დგას. ჩვენ მზად  უნდა ვიყოთ ამისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს კიბერშეტევა თუ სხვა სახის თავდასხმა, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ მათ.  ჩვენი გზავნილი ყოველთვის მკაფიო იყო: ვაკონტროლებთ როგორც ამ ტერიტორიას, ესტონეთს, ისე ყველა მოკავშირეს და არავის მივცემთ უფლებას, შეაფერხოს ჩვენი საქმიანობა, რომელიც საზოგადოების უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას ემსახურება“ – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურიმ.

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში რუსეთს ადანაშაულებენ ევროპაში თავდასხმების ორგანიზებაში, ესტონელმა ოფიციალურმა პირებმა და უსაფრთხოების ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მათთან გამკლავების კოლექტიური მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ისინი ევროკავშირს  უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend