ევროპული ინსტიტუციების პრეზიდენტებმა და სახელმწიფოს მეთაურებმა დაგმეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე განხორციელებული თავდასხმა და მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩუპატოვა ამბობს, რომ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რა მოხდა. მისი თქმით, ფიზიკური თავდასხმა პრემიერ-მინისტრზე ნიშნავს თავდასხმას როგორც ადამიანზე, ისე დემოკრატიაზე. ზუზანა ჩუპატოვა აღნიშნავს, რომ სიძულვილის რიტორიკას, რომელსაც ისინი საზოგადოებაში ხედავენ, მივყავართ სიძულვილის ქმედებებამდე. იგი ამ სისასტიკის შეჩერებას მოითხოვს.
მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარეც.
სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე პეტერ ჟიგას თქმით, ეს არის თავდასხმა სლოვაკეთის რესპუბლიკის დემოკრატიის პრინციპებზე. იგი დასძენს, რომ სლოვაკეთში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიანმა მკაცრად დაგმო პრემიერ-მინისტრზე სამარცხვინო თავდასხმა.
I strongly condemn the vile attack on Prime Minister Robert Fico.
Such acts of violence have no place in our society and undermine democracy, our most precious common good.
My thoughts are with PM Fico and his family.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 15, 2024
„ჩვენს საზოგადოებაში არ არის ძალადობის ადგილი. ეს ძირს უთხრის დემოკრატიას“, – წერს იგი სოციალურ ქსელ იქსზე.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც აღშფოთებას გამოთქვამს ამ ძალადობრივი აქტის გამო.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ლაჩრობად აფასებს ამ თავდასხმას. მისი განცხადებით, ევროპულ პოლიტიკაში არ უნდა არ ხდებოდეს ძალადობის ასეთი შემთხვევები.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც შეძრწუნებულია საზარელი ინციდენტის გამო. როგორც თავად ამბობს, იგი მეგობრის სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობს.