მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდ ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომელიც არალეგალურად ჩასული მიგრანტების რუანდაში გაგზავნას ითვალისწინებს

დიდ ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომელიც არალეგალურად ჩასული მიგრანტების რუანდაში გაგზავნას ითვალისწინებს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლერლი იტალიაში მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხებს განიხილავს.

ჯეიმს კლერლის განცხადებით, იტალიის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიგრანტები ვეღარ გადავიდნენ ინგლისში. მან ყურადღება გაამახვილა ჩრდილოეთ აფრიკიდან არალეგალური მიგრაციის შეჩერებაზე.

დიდი ბრიტანეთს შინაგან საქმეთა მინისტრის იტალიაში ვიზიტს წინ უძღოდა საკამათო კანონპროექტის მიღება, რომელიც არალეგალურად ჩამოსული მიგრანტების რუანდაში გაგზავნას ითვალისწინებს.

ახალი კანონი გააკრიტიკეს იურისტებმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა.

დიდ ბრიტანეთში მიღებული კანონპროექტი დედაქალაქ კიგალიში მცხოვრებმა რუანდელებმაც გააკრიტიკეს, ზოგიერთი მათგანი თავად იყო ლტოლვილი.

გასულ წელს იტალიამ გამოაცხადა, რომ გახსნის მიგრანტების მიღების ცენტრებს ალბანეთში, რამაც არასამთავრობო სექტორის კრიტიკა გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend