კატეგორიები

ევროპულ სახელმწიფოთა უმეტესობა სამხედრო ხარჯებს ზრდის

ევროპულ სახელმწიფოთა უმეტესობა სამხედრო ხარჯებს ზრდის

უკრაინაში რუსული ინტერვენციის პარალელურად რიგი ევროპული სახელმწიფოები თავდაცვითი ძალებისა და პოლიტიკის გადახალისებას ცდილობენ.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მზარდი რისკების გათვალისწინებით, მაგალითად, ნორვეგიის სამეფომ გაზარდა როგორც ჯარისკაცთა რაოდენობა, ასევ სამხედრო ბიუჯეტის მოცულობა.

ნორვეგიის სამეფოს ხელისუფლება მომავალი 12 წლის განმავლობაში თავდაცვის მიზნით 52 მილიარდი ევროს დახარჯვას აპირებს.

„ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების მიმართულებით გაუარესებული ვითარების მომსწრენი ვართ და სამწუხაროდ, წინ კიდევ მეტი უსიამოვნება გველის, ჩვენი თავდაცვის სისტემა კი გამოწვევების შესაბამისი უნდა იყოს“, – განაცხადა იონას გარ შტიორემ, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

კიდევ ერთ ევროპულ სამეფოში, ნიდერლანდებში, 200 ათასამდე 17 წლის მოქალაქემ მიიღო შესაბამისი შეტყობინება ჯარში შესაძლო გაწვევის თაობაზე, მაგრამ წლევანდელი შეტყობინება ცოტათი განსხვავებული ტერმინოლოგიით არის შედგენილი. 2018 წელს ამ შეტყობინებაში ეწერა, რომ საგანგებო ვითარებაში, მაგალითად, ომისას მოქალაქეთა გაწვევა გამორიცხული არ გახლდათ. წლევანდელ შეტყობინებაში კი წერია, რომ ნიდერლანდებში მოსახლეობა მშვიდობიან გარემოში ცხოვრობს, მაგრამ გარშემო უსაფრთხოების ბევრი გამოწვევაა და ხშირად არცთუ ისე შორს.

Related news
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები