კატეგორიები

მოსკოვში აფეთქებისა და სროლის ხმა ისმის

მოსკოვში აფეთქებისა და სროლის ხმა ისმის

მოსკოვის გარეუბანში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“, მიმდინარე ღონისძიების დამსწრეებს თავს დაესხნენ. ვრცელდება ცნობები დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულთა რიცხვი რამდენიმე ათეულია, დაშავებული კი 100-ზე მეტი.

რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს შემთხვევის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალებს. სააგენტო „ტასი“ ავრცელებს ერთ-ერთი თვითმხილველის კომენტარსაც, რომელიც ამბობს, რომ შეიარაღებული პირები „კარგად გაწვრთნილისა და მომზადებულის“ შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. “ტელეგრამის” არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდამსხმელები AKM-ის სახის ცეცხლსასროლი იარაღითა და მოლოტოვის კოქტეილებით იყვნენ შეიარაღებულნი.

მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა მოსკოვის მერმაც. სერგეი სობიანინმა მომხდარს დიდი ტრაგედია უწოდა. შემთხვევის შესახებ გაცხადება კრემლში ჯერ არ გაუკეთებიათ.

დაკავშირებული ამბები
კიევმა ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ რუსულ ენერგოობიექტებს დაარტყა რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ შეტევებს აგრძელებს
სხვა ამბები