მთავარიმსოფლიოაფრიკააფრიკის ქვეყანა მალავი გენდერული თანასწორობის მომხრეა

აფრიკის ქვეყანა მალავი გენდერული თანასწორობის მომხრეა

აფრიკის პატარა ქვეყანა მალავი ცდილობს, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის ფერმერულ მეურნეობებში.

ქვეყნის მოსახლეობა ზღვაზე გასასვლელის არ ქონის გამო, სოფლის მეურნეობას მისდევს. გენდერული თანასწორობის გამოწვევების დაძლევაში, მათ შორის ფერმერულ სექტორში, მალავის საზოგადოებას გაეროს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი ეხმარება.

ალეფა ოფესა და მისი მეუღლე ლოიდი 20 წელზე მეტია, სოფლის მეურნეობას მისდევენ, თუმცა ბოლო ორი წელია ამ საქმის ბიზნესად გადაქცევა დაიწყეს.

ეს ცვლილება მაშინ მოხდა, როდესაც ალეფამ და თემის სხვა ქალებმა, გაეროს პროექტის მხარდაჭერით ტრენინგი გაიარეს ახალი მეურნეობის პრაქტიკაში, რაც მათ დაეხმარა, გამკლავებოდნენ აფრიკის კონტინენტის ამ რეგიონში არასტაბილურ ნალექებს.

„ამ პროექტმა ქალები წაგვახალისა, მონაწილეობა მიგვეღო სოფლის მეურნეობის ბიზნესად გადაქცევაში. ჩვენი ცოდნითა და უნარებით, მაქსიმალური პროდუქტიულობით შევუდექით ამ საქმეს და ახლა ბევრად წინ ვართ. როგორც მოსავლის ხარისხითა და საკვების უსაფრთხოებით, ისე ეკონომიკურად. აქ ბევრი ქალი ამ საქმის ნამდვილი ოსტატი და ექსპერტია. ამის მნიშვნელობა ბევრმა გააცნობიერა, რაც სასიხარულოა“,- ამბობს ალეფა.

პროექტს, რომელსაც TRADE ჰქვია, მალავის მთავრობა ახორციელებს და მას მხარს გაერო უჭერს. ტრენინგების წყალობით მოამზადეს ოჯახები, თუ როგორ უნდა მოახერხონ ერთად და სწორად მუშაობა.

„გენდერისა და სოციალური ინკლუზიის საკითხი ამ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. ამით ჩვენ ვცდილობთ, ქალებს მივცეთ იმის უფლება, რაც მამაკაცებს აქვთ ფერმაში, რათა თანაბრად მიიღონ სიკეთეები და გამოავლინონ უნარები. ეს მიდგომა ოჯახის დონეზე საოცარ შედეგებს იძლევა. მათი ეკონომიკური მდგომარეობაც უმჯობესდება და ურთიერთობაც ჰარმონიული ხდება, როდესაც ოჯახში ქალიც და კაციც თანასწორუფლებიანია“,- აცხადებს ვაჭრობის პროგრამის რეგიონული გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების ოფიცერი ამოს მაილოსი.

ალეფამ ისწავლა როგორ დარგოს თესლი ორ პარალელურ მწკრივად ისე, რომ წვიმის დროს ეს მწკრივი არ აირიოს. მოაწყო შემგროვებელი არხი, ააშენა ტერასები, გამშვები კაშხლები კვალის მოსარწყავად და ა.შ.

ყველა ეს მეთოდი წყლის მაქსიმალურად ეფექტურად განაწილებას და კარგ მოსავლიანობას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში მალაველმა ფერმერმა ქალებმა, ასევე ისწავლეს მოსავლის დაბინავება და შესაბამისი მოვლა, პროდუქტის რათა ვარგისიანობა დიდხანს შენარჩუნდეს.

რაც მთავარია, ალეფამ და მისმა ქმარმა, რომლებიც ფერმაში არა ცოლ-ქმარი, არამედ პარტნიორები არიან, შრომის უფრო მეტი პროდუქტიულობა დაინახეს. ახლა კი ისინი მალავიში სხვა ოჯახებს უზიარებენ გამოცდილებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend