კატეგორიები

სამედიცინო და ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ კონგოში ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლა რთულდება

სამედიცინო და ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ კონგოში ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლა რთულდება
Copyright The Associated Press

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლა სწრაფად ვრცელდება. ჰუმანიტარული ჯგუფების თქმით, ეპიდემიასთან ბრძოლა რთულდება.

„ვხედავთ, რომ ყოველდღიურად იზრდება შემთხვევების რაოდენობა. სულ  უფრო მეტი მსხვერპლი გვყავს. ჩვენ ვაკვირდებით ინფიცირების ახალ შემთხვევებს ახალ ადგილებში და ის ძალისხმევა, რომელიც დღეს არის, ვეღარ უმკლავდება ვირუსის გავრცელების მასშტაბს“. - აცხადებს MSF-ის საგანგებო პროგრამის მენეჯერი, ტრიშ ნიუპორტი.

ვირუსის შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ებოლა ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით ვრცელდება. არ არსებობს დამტკიცებული მკურნალობა ან ვაქცინა ამ გავრცელებული ეპიდემიის წინააღმდეგ.

„არის ადგილები, სადაც ახალ ტერიტორიაზე ერთი ადამიანი იღუპება. რამდენიმე დღეში კი 17 ახალი შემთხვევა ვლინდება. ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რამდენად გადამდებია ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სიმპტომების გამოვლენისთანავე რჩება საზოგადოებაში. ასე რომ, თუ ჩვენ არ გვაქვს სათანადო კონტროლი, თუ ვერ შევძლებთ ყველა იმ ადამიანის მონიტორინგს, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან, ან რომლებიც დაავადების განვითარების რისკის ქვეშ არიან, ვირუსი უფრო მეტად გავრცელდება“. - ამბობს, ტრიშ ნიუპორტი.

ჯანდაცვის მუშაკები ამბობენ, რომ რეაგირებას გადაუხდელი ხელფასებიც აფერხებს. მონიტორინგის ჯგუფებმა ამის გამო მუშაობა შეაჩერეს, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენას. დახმარების სააგენტოები აცხადებენ, რომ ეპიდემიის შესაკავებლად სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო..

დაკავშირებული ამბები
სამედიცინო და ჰუმანიტარული ჯგუფები აცხადებენ, რომ კონგოში ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლა რთულდება მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმღვანელი აცხადებს, რომ ებოლას აფეთქება და საკვების უსაფრთხოება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია