მთავარიევროპაისლანდიასამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევას კვლავ ელიან

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევას კვლავ ელიან

ისლანდიის სუდურნესის რეგიონის პოლიციის უფროსმა ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობას სახლიდან ნივთების წამოღების ნება დართო. იანვარსა და დეკემბერში ვულკანის ამოფრქვევის გამო გრინდავიკის მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

გრინდავიკი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. საკუთარი კარ-მიდამოს ნახვა 2000-ამდე მცხოვრებმა შეძლო.

„ბოლო ორი დღის გეგმის თანახმად,  გრინდავიკის ყველა მკვიდრს შეეძლო თავისი სახლის მონახულება და ნივთების გამოტანა. დღეს გრინდავიკში ათასი ადამიანი ჩავიყვანეთ. ასევე ათასი ჩავიდა გუშინ”, – განაცხადა ისლანდიის სამოქალაქო თავდაცვის კომუნიკაციების დირექტორმა, იორდის გუდმუნდსდოტირმა.

დეკემბერში ვულკანის ამოფრქვევიდან მალევე ქალაქის ირგვლივ თავდაცვითი ზღუდეები აშენდა იმ იმედით, რომ კედლები ლავას მიმართულებას შეუცვლიდა და საზოგადოებას საფრთხეს არ შეუქმნიდა.

 

ამ მეთოდმა  ნაწილობრივ გაამართლა, ლავამ მოძრაობა ქალაქიდან მოშორებით  დაიწყო. თუმცა კედლის შიდა მხარეს მაინც გაჩნდა რამდენიმე ნაპრალი, რომელთაგან ამოხეთქილი ლავის გამო სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

წინა წლებთან შედარებით, დეკემბერსა და იანვარში ამოფრქვეული ვულკანი ბევრად უფრო ძლიერი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend