კატეგორიები

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა

პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა გასულ წელს თითქმის ორი ტრილიონი რუბლი დახარჯა დონეცკის, ლუჰანსკისზაპორიჟიისა და ხერსონის რეგიონების განვითარების „ყოვლისმომცველ“ პროგრამაზე.

,,2030 წლისთვის დონბასმა და ნოვოროსიამ საკვანძო სფეროებში რუსულ ბაზარზე არსებულ დონეს უნდა მიაღწიონ, რაც შემდგომში ცხოვრების მაღალ ხარისხს განსაზღვრავს. ამის მისაღწევად დავიწყეთ ჩვენი ისტორიული რეგიონების განვითარების ყოვლისმომცველი პროგრამა ყველა სფეროში, მათ შორისაა – ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და სპორტი. ამ გეგმის შესასრულებლად ჩვენ შარშან 2 მილიარდი რუბლი გამოვყავით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 2 მილიონი ადამიანი ჩვეულებრივად იღებს პენსიებსა და სახელმწიფო დახმარებებს, მომდევნო წლისთვის მათი რაოდენობა 3 მილიონამდე გაიზრდება. ეკონომიკა თანდათან აღდგება, მათ შორის მრეწველობაც. ყველა ამ რეგიონში მექანიკური ინჟინერიის, მეტალურგიის, სამთო და სხვა მნიშვნელოვანი ინდუსტრიის ასზე მეტმა საწარმომ უკვე განაახლა მუშაობა. ასევე ფუნქციონირებს ბანკები და მაღაზიები. რუსულ ბანკებს მინდა მოვუწოდო, რომ აუცილებლად შევიდნენ ამ ტერიტორიებზე და იქ უფრო აქტიურად იმუშაონ’’,-აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს რუსულ ძალებს კვლავ მიაქვთ იერიშები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე
სხვა ამბები