კატეგორიები

უკრაინა საფრანგეთს საარტილერიო ჭურვების მიწოდებას სთხოვს

უკრაინა საფრანგეთს საარტილერიო ჭურვების მიწოდებას სთხოვს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ფრანგ კოლეგას ესაუბრა. უკრაინელმა მაღალჩინოსანმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს საარტილერიო ჭურვების მიწოდება სთხოვა.

“რუსეთის ფედერაციას უკრაინაზე გაცილებით მეტი სამხედრო რესურსი აქვს, ჩვენ ყოველდღიურად გვბომბავენ საარტილერიო და სარაკეტო შეიარაღებით, რუსულ არმიას 10-ჯერ მეტი საარტილერიო ჭურვი აქვს, ვიდრე ჩვენს არმიას. სამხედრო რესურსისა და ტყვია-წამლის ნაკლებობა ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე”, – ამბობს რუსტემ უმეროვი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ფრანგი მაღალჩინოსნის თქმით, დროა, საფრანგეთის სამხედრო ინდუსტრია ევროპაში მიმდინარე კონფლიქტის პირობებს მოერგოს და არა გლობალურ დინამიკას. პარიზში აცხადებენ, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამხედრო საწარმოო ინდუსტრიებს შორის მეტი თანამშრომლობა.

დაკავშირებული ამბები
ლავროვის თქმით, უკრაინაში ომის მიმდინარეობას გადაწყვეტენ ჯარისკაცები და არა მოლაპარაკებები უკრაინისთვის გამოყოფილი 6.6 მილიარდი ევროს განბლოკვის პროცესი დაწყებულია
სხვა ამბები