მთავარიევროპასერბეთისერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერები არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ

სერბეთში ოპოზიციის მხარდამჭერები არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ

ბელგრადში ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერი კვლავ მოითხოვს გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შედეგების გაბათილებას.

პოპულისტმა მმართველმა პარტიამ არჩევნებში გამარჯვება 2023 წლის დეკემბერს მოიპოვა, თუმცა ოპოზიციის ლიდერები მმართველ პარტიას მედიის სათავისოდ გამოყენებაში, პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის არასათანადო გავლენასა და ხმების მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

ეს პირველი პროტესტია შობისა და ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ. შეკრებილებს სიტყვით მიმართა პარლამენტის წევრმა მარინიკა ტეპიჩმა, რომელიც არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით შიმშილობდა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პროტესტი არჩევნების შედეგების გაყალბებისა და სხვა დარღვევების გამო იმართება. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა კი ზოგადად არჩევნების შედეგების გაუქმებაა.

ოპოზიციის კოალიცია ასევე ცდილობს, მოიპოვოს საერთაშორისო მხარდაჭერა და აცხადებს, რომ თუ ისინი ამ ბრძოლას წააგებენ, მომავალში შესაძლოა, საერთოდ აღარ გაიმართოს არჩევნები.

პოლიტიკური პარტიის „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ლიდერი მარინიკა ტეპიჩი კმაყოფილია, შეკრებილ ადამიანებს რომ ხედავს და მიიჩნევს, რომ  პროტესტმა გაამართლა.  მისი განცხადებით, ხვალ ევროპარლამენტში დაიწყება დებატები სერბეთში გაყალბებული არჩევნების თაობაზე.

პრეზიდენტი ვუჩიჩი არ იზიარებს კრიტიკას და ამბობს, რომ ეს ცრუ  ბრალდებებია, რომლებსაც ოპოზიცია ავრცელებს. პრეზიდენტი აქციის ორგანიზატორებს სახელმწიფოში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend