კატეგორიები

შვეიცარია ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით გლობალური მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს

შვეიცარია ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით გლობალური მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, შვეიცარია უკრაინასთან დაკავშირებულ გლობალური მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს.

შეთანხმება უკრაინის ლიდერის შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ვიზიტის დროს შედგა.  ვოლოდიმირ ზელენსკის  პრეზიდენტი ვიოლა ამერდი დახვდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  მადლობას უხდის პრეზიდენტსა და მის გუნდს ამ შეთანხმებისთვის. მისი თქმით, მათი  გუნდები ხვალიდან დაიწყებენ მზადებას იმისთვის, რომ  გაიმართოს გლობალური მშვიდობის სამიტი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.

შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამერდიც აღნიშნავს, რომ დაგეგმილ სამიტში მრავალმა ქვეყანამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა მიაღწიონ წარმატებას.

შვეიცარია ცდილობს,  ნეიტრალური პოზიციით სამშვიდობო როლი შეასრულოს კრემლსა და დასავლეთს შორის.

შვეიცარიის პრეზიდენტი ვიოლა ამერდი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი – twitter

ვოლოდიმირ ზელენსკი კი დღეს, 16 იანვარს უნდა შეუერთდეს დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს.

დავოსში უკვე ჩავიდნენ 83 ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. ისინი განიხილავენ უკრაინის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას. გეგმაში წარმოდგენილია კიევის პირობები, რომლებიც რუსეთთან ომის დასრულებას ითვალისწინებს.

Related news
ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა იშვიათი, ძვირფასი ალმასები, ჟენევაში აუქციონზე გაიყიდება
სხვა ამბები