მთავარიdraft geoპირველი ტრილიონერი

პირველი ტრილიონერი

მსოფლიოს უახლოეს ათწლეულში პირველი ტრილიონერი ეყოლება

სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლმა ორგანიზაცია „Oxfam International“-მა შვეიცარიის ქალაქ დავოსში ჩატარებულ ფორუმზე განაცხადა, რომ უახლოეს ათწლეულში მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ეყოლება.

„Oxfam International“ უკვე წლებია ცდილობს, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყურადღება გაამახვილოს უმდიდრეს ადამიანებსა და გლობალური მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის არსებულ მზარდ უთანასწორობაზე.

ფორუმზე აღინიშნა, რომ ხუთი უმდიდრესი ადამიანის – ილონ მასკის, ბერნარ არნოს, ჯეფ ბეზოსის, ლარი ელისონისა და უორენ ბაფეტის ქონება 2020 წლიდან 114 %-ით გაიზარდა.

,,2020 წლიდან მილიარდერებმა თავიანთ ქონებას საერთო ჯამში 3 ტრილიონი დოლარი დაუმატეს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში დედამიწაზე იქნებიან კონკრეტული პიროვნებები, რომელთა ქონებაც ტრილიონს მიაღწევს.  მეორე მხარეს კი გვყავს 800 მილიონი მუშაკი, რომლებსაც თვეში იმდენი ხელფასიც კი არ აქვთ, რომ საარსებოდ დადგენილ მინიმუმს გასწვდნენ. ძალიან კარგად ვხედავთ, თუ როგორ ძარცვავენ დედამიწას კორპორატიული მონოპოლიები, თავს არიდებენ გადასახადებს და ითვისებენ სახელმწიფო რესურსებს.”-ამბობს ამითაბ ბეჰარი – ორგანიზაცია Oxfam International-ის დროებითი აღმასრულებელი დირექტორი.

თუ ტენდენცია არ შეიცვლება, პირველი ტრილიონერი ადამიანი მომდევნო ათწლეულში გამოჩნდება.

,,სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი რჩება უსახლკაროდ და მათი უმეტესობა დღეებისა და თვეების განმავლობაში მშიერია, ტრილიონერების არსებობა წარმოუდგენელი და ნამდვილად დაუშვებელია“.-აცხადებს ამითაბ ბეჰარი – ორგანიზაცია Oxfam International-ის დროებითი აღმასრულებელი დირექტორი

პირველ ტრილიონერად შეიძლება იქცეს ადამიანი, რომელიც დღეს საერთოდ არ არის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში. ამჟამად მის  სათავეში ილონ მასკია. „ფორბსის“ მონაცემებით, მისი პირადი ქონება 250 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend