მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში ახლად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

პოლონეთში ახლად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება

პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკვე დაიწყო პროცესი ორი დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეწყალებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციონერი პარლამენტარები ამ კვირის დასაწყისში ახალ ცენტრისტულ მთავრობასა და წინა კონსერვატიულ ადმინისტრაციას შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე დააკავეს.

პოლონეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ათიათასობით ადამიანი ანტისამთავრობო პლაკატებითა და პოლონეთის დროშებით  ვარშავის პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს  პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის ოფისისკენ.

დემონსტრაციას ორგანიზება გაუწია ყოფილმა მმართველმა პარტიამ ,,კანონი და სამართლიანობა“, რომელიც  გასულ თვემდე, 8 წლის განმავლობაში  იყო პოლონეთის ხელისუფლების სათავეში.

პარტიამ ,,კანონი და სამართლიანობა“, რომელიც იმედგაცრუებულია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებით, მოუწოდა თავის მხარდამჭერებს, გააპროტესტონ ახალი მთავრობის ქმედებები, კერძოდ, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება და სახელმწიფო მედიაზე კონტროლი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend