კატეგორიები

თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდას იწყებენ

თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდას იწყებენ

თურქეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის ნაღმებისგან გაწმენდას უზრუნველყოფს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შავ ზღვაში გაბნეულ ნაღმებს რამდენიმე გემი შეეჯახა. ქვეყნების ეს ინიციატივა კი მიზნად ისახავს, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო მიმოსვლა გემებისთვის.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი იასარ გიულერი ამბობს, რომ რომ ამ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მიმართული იქნება ნაღმსაწინააღმდეგო ზომების შემუშავებაზე.

„ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, ხელი მოვაწეროთ პროტოკოლს სამ ქვეყანას შორის, რათა უფრო ეფექტურად ვიბრძოლოთ შავ ზღვაში ნაღმების საშიშროების წინააღმდეგ, მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების გზით“, – თქვა გიულერმა.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა კი განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია შავ ზღვაში არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური პრობლემაა.

Related news
სავარაუდოდ, რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები კიბერთავდასხმებს ამზადებენ ჩეხეთის დამტკიცებული ბიუჯეტი NATO-ს ვალდებულებებს ვერ პასუხობს
სხვა ამბები