კატეგორიები

აქციის მონაწილეები: “უმკაცრესად დაისაჯოს ის პირი, ვინც მარნეულში ძაღლზე იძალადა”

აქციის მონაწილეები: “უმკაცრესად დაისაჯოს ის პირი, ვინც მარნეულში ძაღლზე იძალადა”

“უმკაცრესად, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ის პირი, ვინც მარნეულში ძაღლზე იძალადა”, – ეს იყო თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მთავარი გზავნილი.

საუბარია მამაკაცზე, რომელმაც მარნეულში ძაღლი სასტიკად, ჯოხით სცემა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა 8 იანვარს გავრცელდა სოციალურ ქსელში, რამაც მოქალაქეებში დიდი პროტესტი გამოიწვია.

მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდნენ, დაეკავებინათ მოძალადე მამაკაცი. ამის შემდგომ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოქალაქე, რომელიც ძაღლს სცემდა, დააკავეს. საქმე 259-ე მუხლით აღიძრა, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მოუწოდეს სასამართლოს და იმ მოსამართლეს, რომელსაც ბრალდებულის საქმის განხილვა მოუწევს, რომ არ შეცვალოს პატიმრობა გირაოთი და არ შეამსუბუქოს ის შინა პატიმრობით. აქციის მონაწილეების თქმით, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ეს პირი, რადგან ყველამ იცოდეს, რომ საზოგადოებაში არ არის მათი ადგილი, ვინც ცხოველზე ძალადობს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები