კატეგორიები

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სექტორში დაღუპულთა რიცხვი 21 ათასს აღემატება

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სექტორში დაღუპულთა რიცხვი  21 ათასს აღემატება
პალესტინის „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ხან იუნისში საავადმყოფოს წინამდებარე ტერიტორიის  დაბომბვის დროს დაიღუპა და დაშავდა ათობით ადამიანი.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თავდასხმას სულ მცირე 20 პალესტინელი ემსხვერპლა. დაშავებულია უამრავი ადამიანი. დევნილებსა და უსახლკაროდ დარჩენილებს მოუწოდებენ, დარჩნენ საავადმყოფოში,  რომელიც ამ წუთისთვის ერთადერთი თავშესაფარია.

ექიმები ისრაელელ სამხედროებთან შეტაკებების დროს დაღუპულთა გვამებს ახლობლებს გადასცემენ – Fatima Shbair/Copyright 2023, The AP

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი ამ წუთისთვის 21000-ს აღემატება – მათგან სამი მეოთხედი ბავშვი, ქალი და მოხუცია.

ვარაუდობენ, რომ კიდევ ათასობით ადამიანია ნანგრევების ქვეშ მოყოლილი, 55000-ამდე კი დაშავებულია.

ჯანმოს წარმომადგენლები ჩრდილოეთ ღაზის საავადმყოფოებსა და სამხრეთ ღაზას აწვდიან მარაგებს. მათი თქმით, საავადმყოფოები სავსეა გაქცეული და შეშინებული ხალხით. ჯანმოს გუნდის წევრები ძალ-ღონეს არ იშურებენ მათ დასახმარებლად.

მას შემდეგ, რაც ისრაელ-ჰამასის ომი დაიწყო, ლიბანელ მებრძოლთა დაჯგუფება „ჰეზბოლაც“ გააქტიურდა და ყოველდღიურ ბრძოლაშია ჩართული. მათ გუშინ შეტაკებების დროს დაღუპული მებრძოლები დაკრძალეს. ბეირუთში დასაფლავებას „ჰეზბოლას“ ასობით მხარდამჭერი დაესწრო.

დაკავშირებული ამბები
ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გამო უამრავი ადამიანი შიმშილობს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს აღარ აქვთ იმედი, რომ სექტორის რეკონსტრუქციის პროცესი მალე დაიწყება
სხვა ამბები