კატეგორიები

ლიეტუვაში ადასტურებენ, რომ რომან აბრამოვიჩის შვილები ლიეტუვის მოქალაქეები არიან

ლიეტუვაში ადასტურებენ, რომ რომან აბრამოვიჩის შვილები ლიეტუვის მოქალაქეები არიან
ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ჟურნალისტური საგამოძიებო ცენტრის „სიენას“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის შვილები ლიუტივის მოქალაქეები არიან.

„სიენას“ მიხედვით, მათ ლიეტუვის პასპორტები იმიტომ აქვთ, რომ თავად აბრამოვიჩის მშობლები ლიეტუვის ტაურაგეს რეგიონიდან იყვნენ.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მზადდება შესაბამისი კანონპროექტი, რათა ამ პირებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებით, მოქალაქეობა ჩამოერთვათ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მარიუს ლაურინავიჩიუსი ამბობს, რომ მოქალაქეობა ადამიანს ბევრ უფლებას ანიჭებს და ისინი აცნობიერებენ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მისი თქმით, ეს ადამიანები არამარტო დაკავშირებული არიან რუსულ რეჟიმთან, არამედ პირდაპირ ვლადიმერ პუტინთან, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ სერიოზულ საფრთხეს ლიეტუვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყნის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ასეთი მანიპულაციები შესაძლოა, გამოყენებული იყოს არამარტო სანქციების თავიდან ასარიდებლად, არამედ ლიეტუვის პოლიტიკურ სისტემაზე გავლენის მოსახდენადაც.

Related news
მაიამიში დონალდ ტრამპსა და რეგიონის 14 ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე, ნავთობის ფასმა 100 დოლარს გადააჭარბა
სხვა ამბები