კატეგორიები

ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების წვრთნებისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინელი სამხედროების წვრთნებისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი გააოთხმაგებს უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების თანხას და ამისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

27 ქვეყნისგან შემდგარმა ბლოკმა ამ დრომდე ფრონტის ხაზისთვის 34 000 უკრაინელი ჯარისკაცი მოამზადა, რაც ევროკავშირს მოწინავე პოზიციაზე აყენებს უკრაინელი სამხედროების გაწვრთნის მხრივ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ უფრო მეტი საქმეა გასაკეთებელი.  მისი თქმით, პუტინი ეცდება, გამოიყენოს ზამთარი და გააგრძელოს მშვიდობიანი მოქალაქეების დაშინება და იერიში ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურაზე.

ფრონტის ხაზთან ახლოს მცხოვრებნი უკვე ემზადებიან რუსეთის თავდასხმებისთვის და აწყობენ მიწისქვეშა თავშესაფრებს, რომლებიც  უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭიროებით: წყლით, გათბობითა და ელექტროენერგიით.

ერთ-ერთ დასახლებაში არსებულ თავშესაფარში მოქალაქეები უფასოდ მიიღებენ საკვებს, შხაპს. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, თბილ ოთახში ფილმსაც კი უყურონ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის მეუღლე მარიანა ბუდანოვა მოიწამლა და საავადმყოფოში მკურნალობს. კირილ ბუდანოვი 2022 წლიდან აქტიურად არის ჩართული რუსების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციებში.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები