მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში მაიდნის ანტისამთავრობო აქციებიდან 10 წელი გავიდა

უკრაინაში მაიდნის ანტისამთავრობო აქციებიდან 10 წელი გავიდა

უკრაინაში სამშაბათს მაიდნის მოვლენებისა და რევოლუციის ათი წლისთავს აღნიშნავენ.

მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შედეგად მაშინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა.

იქტორ იანუკოვიჩი – Copyright REUTERS

უკრაინული წყაროების მიხედვით, საპროტესტო გამოსვლების დროს 107 ადამიანი დაიღუპა

დემონსტრაციების ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრორუსმა პრეზიდენტმა რუსეთთან მჭიდრო კავშირის შესანარჩუნებლად  უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე.

მაიდნის აქციების მონაწილე, დმიტრო რიჟნიჩენკო ამბობს, რომ იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში ცხოვრება დამამცირებელი იყო. ხალხი არავის აინტერესებდა, მთავრობა აღარც მალავდა თავის კრიმინალურ და პრორუსულ მისწრაფებებს.

თავიდან მშვიდობიანი  დემონსტრაციები იმართებოდა, ძალადობრივში მას შემდეგ გადაიზარდა, როდესაც იანუკოვიჩმა ანტისაპროტესტო კანონპროექტის დამტკიცება სცადა.

დმიტრო რიჟჩინკო იხსენებს, როგორ მივიდა აქციაზე, ყველა მხრიდან სროლა იყო. მას არ ახსოვს, როგორ დატოვა თავისუფლების მოედანი,  თითქოს არც არსად წასულა. როდესაც იმდროინდელი მოვლენების კადრებს უყურებს და სროლის ხმა ესმის, დმტიროს ახსენდება, როგორ მიუძღოდა წინ თავის მეუღლესა და მეგობრებს.  ძალიან ციოდა, პოლიცია გარბოდა… მიწა  მოფენილი იყო  მიცვალებულებით.

ცენტრალური ფოსტის შენობასთანაც ზეწარგადაფარებული მიცვალებულები ესვენა.

ევრომაიდანი, კიევი 2013 – Copyright Euronew

მიუხედავად უკრაინის წინაშე არსებული სირთულეებისა,  ამ პერიოდმა  მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა, რამაც ქვეყნის დამოუკიდებლობის 32-წლიან ისტორიაში მთელი ქვეყანა გააერთიანა.

პროტესტის შემდეგ უკრაინა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს

ეს არის შედეგი, რომლის თავიდან აცილებასაც ასე ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ბრძანება გასცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend