კატეგორიები

„მის სამყარო 2023“ ნიკარაგუელი შეინის პალასიოსი გახდა

„მის სამყარო 2023“ ნიკარაგუელი შეინის პალასიოსი გახდა
ნიკარაგუელი შეინის პალასიოსი 2023 წლის ,,მის სამყაროს” გამარჯვებული გახდა.

სილამაზის კონკურსი ,,მის სამყარო” 72-ედ ჩატარდა და მასში 84 ქვეყნის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსი ელ სალვადორში გაიმართა.

23 წლის გამარჯვებული ამბობს, რომ მას სურს იმუშაოს ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კითხვაზე, თუ რომელი ქალის ადგილზე ისურვებდა ერთი წლის განმავლობაში ყოფნას, ,,მისს ნიკარაგუამ”  უპასუხა, რომ ის იქნებოდა მე-18 საუკუნის ინგლისელი მწერალი და ფილოსოფოსი მერი უოლსტონკრაფტი, რომელიც ქალთა უფლებების დამცველად და ფემინისტური იდეების მატარებელ ერთ-ერთ პირველ წინამორბედად ითვლება. კონკურსზე მეორე ადგილი ტაილანდის წარმომადგენელმა ანტონია პორსილდიმ დაიკავა.

დაკავშირებული ამბები
ახალი კვლევის მიხედვით, ყავა ღვიძლის დაავადებებსა და სიკვდილიანობის რისკებს ამცირებს ავიაკომპანიებმა და აეროპორტებმა ივლისსა და აგვისტოში შესვლა-გასვლის სისტემის შეჩერება მოითხოვეს
სხვა ამბები