მთავარიმსოფლიოისრაელის თავდაცვის ძალები დასავლეთ სანაპიროზე მორიგ სახმელეთო რეიდს ატარებენ

ისრაელის თავდაცვის ძალები დასავლეთ სანაპიროზე მორიგ სახმელეთო რეიდს ატარებენ

უახლესი ცნობებით, დასავლეთ სანაპიროზე, ჯენინში, ისრაელის მორიგი სახმელეთო რეიდი მიმდინარეობს.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები რამდენიმე მიმართულებით გადაადგილდებიან 80 ჯავშანმანქანითა და ბულდოზერებით. ზოგიერთ უბანს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

ღაზაში უმძიმესი  ჰუმანიტარული ვითარებაა. რეგიონში წყლის, საკვებისა და სხვა პროდუქტების დეფიციტია

გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს გენერალური კომისარი ფილიპე ლაზარინი ამბობს, რომ ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, არც ჩრდილოეთში, არც სამხრეთსა თუ ცენტრალურ ნაწილში.

ადამიანებს მოუწოდებენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადავიდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ დაღუპულთა ერთი მესამედი სწორედ სამხრეთში დაიღუპა.  მისი თქმით, სამხრეთიც სახიფათო ზონაა. გაეროს დაწესებულებებიც კი აღარ არის უსაფრთხო.

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ქალაქ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში გვირაბის შახტი და დიდი რაოდენობით შეიარაღება აღმოაჩინეს, თუმცა „ჰამასის“ სამეთაურო ბუნკერი ჯერ არ უპოვიათ.

ისრაელელი სამხედროები ღაზაში – Copyright ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელელი სამხედროები სამედიცინო კომპლექსში, სადაც ექიმები და პაციენტებიც არიან,  მაინც აგრძელებენ  სამძებრო ოპერაციებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend