კატეგორიები

თბილისში „ფერმერის დღე“ გაიმართება

თბილისში „ფერმერის დღე“ გაიმართება

საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით 17 ნოემბერს, თბილისში „ფერმერის დღე“ გაიმართება. ღონისძიებას 200-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

სხვადასხვა ნომინაციებში თერთმეტი წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდება.

საქართველოში ფერმერთა დღე 2015 წლიდან აღინიშნება. რა არის ამ დღის მიზანი და რა იგეგმება 17 ნოემბერს – ამ თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ ისაუბრა.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები