მთავარისპორტი„თსუ" „გოტინგენთან" 85:86 დამარცხდა

„თსუ” „გოტინგენთან” 85:86 დამარცხდა

„ფიბა“ ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის მატჩში საქართველოს ჩემპიონი, “თსუ” გერმანულ “გოტინგენთან” ერთი ქულის სხვაობით დამარცხდა.

გამარჯვებულის ვინაობა მატჩის ბოლო წამებზე გახდა ცნობილი. “გოტინგენის” ზუსტი შეტევის შემდეგ რატი ანდრონიკაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრიდან ისროლა, თუმცა ქართველი კალათბურთელის მიერ გადაგდებული ბურთი კალათმა არ მიიღო და გამარჯვება გერმანელებს დარჩათ.

ბოლო წამზე უიღბლობის მიუხედავად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, აქედან 19 ბოლო მეოთხედში. კახა ჯინჭარაძემ 17 ქულა მოიპოვა, გიორგი ტურძილაძემ 14, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 10 ქულაა.

ლექსო ლაფანაშვილის გუნდი ჯგუფში 1 მოგებითა და 3 მარცხით მესამე ადგილზეა. მომდევნო მატჩს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 15 ნოემბერს, კვიპროსში, “კერავნოსის” წინააღმდეგ გამართავს. “კერავნოსი” მიმდინარე ევროტურნირზე ერთადერთი გუნდია, რომლის დამარცხებაც “თსუ”-მა შეძლო.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კი ქართული გუნდი “თბილისი არენაზე” “ვარეზეს” წინააღმდეგ 22 ნოემბერს ითამაშებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend