მთავარიაზიაისრაელიისრაელში აქციის მონაწილეები „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების უსაფრთხოდ დაბრუნებას მოითხოვენ

ისრაელში აქციის მონაწილეები „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების უსაფრთხოდ დაბრუნებას მოითხოვენ

ისრაელის პარლამენტის წინ ასობით მოქალაქემ საპროტესტო აქცია გამართა. მათი მოთხოვნაა, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ყველა იმ მძევლის უსაფრთხოდ დაბრუნება, რომლებიც „ჰამასის“ მებრძოლებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გაიტაცეს.
მოსახლეობა გაბრაზებული და აღშფოთებულია, რადგან ამ დრომდე მხოლოდ 5 მძევალია გათავისუფლებული.

 

„ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ადამიანების ახლობლები – Copyright Euronews

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მაოზ ინონი ამბობს, რომ ისრაელის მთავრობამ და სახელმწიფომ დააღალატა მისი მშობლები, საზოგადოება, მათ შორის 240 მძევალი და მათი ოჯახები, რადგან ისინი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან და არ არიან სახლში უსაფრთხოდ თავიანთ ოჯახებთან ერთად.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ პრიორიტეტი მძევლების გათავისუფლება უნდა იყოს. მთავრობამ უნდა მიმართოს ყველა საჭირო ხერხს, მათ შორის პატიმრების გაცვლას, არა მარტო „ჰამასის“ მებრძოლების, არამედ ყველა დაკავებული პალესტინელის სანაცვლოდ.

მძევლების მდგომარეობაზე ღელავენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ლონდონში. სამხედრო ანალიტიკოსები კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლების შესახებ საუბრობენ. მძევლების პოვნის ოპერაცია ურთულესია, რადგან, როგორც ვარაუდობენ, ისინი მიწისქვეშა გვირაბების ქსელში ჰყავთ, რომელიც ასობით კილომეტრის სიგრძისაა.

არგენტინაში კი 50 თვალებ და პირახვეული დათვის რბილი სათამაშო მიიტანეს ბუენოს-აირესის ობელისკთან. ეს იმ 40-ზე მეტი ბავშვის სიმბოლოა, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend