მთავარიაზიაღაზაღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ 20 მანქანა შევიდა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ 20 მანქანა შევიდა

ღაზაში არ შედის საწვავი, ადგილზე არსებული საწვავის მარაგი ორ დღეში ამოიწურება

ომის დაწყებიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მესამე კოლონა შევიდა.

პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ ინფორმაციით, მანქანები დატვირთულია აუცილებელი მედიკამენტებით, საკვებითა და სასწრაფო დახმარებისთვის საჭირო საშუალებებით.

 

ღაზაში არ შედის საწვავი, ადგილზე არსებული საწვავის მარაგი ორ დღეში ამოიწურება

გაერო მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, რათა მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა იყოს შესაძლებელი.

ღაზის სექტორი – Copyright AP

 

გაერთიანებული სამეფო ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად დამატებით 20 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარებას გააგზავნის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის შემდეგ განაცხადა.

 

უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად გრძელდება საერთაშორისო დიპლომატიური მოლაპარაკებები. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სამშაბათს ისრაელში ჩადის. იგი მხარეებს „ჰუმანიტარული ზავისკენ“ მოუწოდებს.

მანამდე ისრაელს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე ეწვია. იგი ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა.

რუტემ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი, თუმცა, ამასთანავე, გააფრთხილა ნეთანიაჰუ, რომ ღაზის სექტორში ნაკლები ზიანი მიადგეს მშვიდობიან მოსახლეობას.

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომა კი ხუთშაბათს გაიმართება. ისინი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს განიხილავენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend