მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიაში ბინებზე გაზრდილი ქირის გამო ოჯახების ნაწილი კარვებში ცხოვრობს

პორტუგალიაში ბინებზე გაზრდილი ქირის გამო ოჯახების ნაწილი კარვებში ცხოვრობს

ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ბინის ქირა ინფლაციასთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება

პორტუგალიაში იზრდება ბინის ქირა, რომლის გადახდაც ოჯახებს სულ უფრო მეტად უჭირთ. მაღალი საფასურის გამო ბევრმა კარავში ცხოვრება გადაწყვიტა.

პორტუგალიის მოსახლეობის ნახევარი თვეში მხოლოდ 1000 ევროს გამოიმუშავებს, ერთი ოთახის ქირა კი დაახლოებით 600 ევროს შეადგენს. ასეთ ეკონომიკურ მდგომარეობას კი მოსახლეობაზე მძიმე შედეგები აქვს.

„ორი შვილი მყავს. როდესაც დახმარება ვითხოვეთ შეიტყვეს, რომ ჰოსტელებში ვცხოვრობდით. სახლის მოსაძებნად სამი კვირის ვადა მოგვცეს, თუმცა ჩვენ ეს ვერ შევძელით. შემდეგ კი ჩემი შვილები წაიყვანეს… დროებით, სანამ საცხოვრებლის პრობლემას არ მოვაგვარებ. მათი ნახვა ახლა კვირაში ერთხელ შემიძლია“, – ამბობს დანიელა, რომელიც მაღალი ქირის გამო კარავში ცხოვრობს.

“ბინისთვის თვეში 400 ევროს ვიხდიდი, მაშინ, როცა მხოლოდ 800 ევროს გამოვიმუშავებ. ამას ემატება 40 ევრო ავტობუსის საშვისთვის, 150 ევრო კი საყიდლებისთვის… გამოსავალს ვერ ვხედავ”, – წუხს ანდრეა კოსტა.

მდგომარეობა კი სულ უფრო რთულდება. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ბინის ქირა ინფლაციასთან ერთად გაიზრდება. ასოციაციები და დაბალი შემოსავლის მქონე პირების მხარდამჭერი ჯგუფები მთავრობას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend