მთავარიაფრიკამაროკომაროკოში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მაროკოში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების სამძებრო სამუშაოები გრძელდება

მაროკოში სამაშველო ჯგუფები ესპანეთიდან და კატარიდანაც ჩავიდნენ. მათ მცირე დრო აქვთ, რომ ნანგრევებიდან გადარჩენილები ამოიყვანონ.

8 სექტემბრის მიწისძვრას 2,900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 5,530 კი დაშავდა. დაშავებულებს სამედიცინო და პირველად დახმარებას უწევენ. ხშირ შემთხვევებში მათი ევაკუაცია და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მხოლოდ ვერტმფრენის მეშვეობითაა შესაძლებელი.

სამაშველო სამუშაოები მაროკოში, 11 სექტემბერი, 2023 – Fernando Sanchez/AP

 

8 სექტემბრის 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ მაროკოში კიდევ 25-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. მარაქეშში, რომელიც მიწისძვრამ საგრძნობლად დააზარალა, მაროკოს მეფემ მუჰამედ VI-მ ქალაქის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ცენტრი მოინახულა.

მიწისძვრის შედეგები, მაროკო – Mosa’ab Elshamy/Copyright 2023 The AP

 

მაროკოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რადგან მთავრობამ ზოგიერთი ქვეყნის დახმარებაზე უარი თქვა, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც მაშველებს შორეულ რეგიონებში ჩაღწევა უჭირთ. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მათ არ სურთ სამაშველო სამუშაოებისას ქაოსი შეიქმნას. მიწისძვრის შედეგად მარაქეშში მრავალი ისტორიული შენობაც დაინგრა.

 

თიხის აგურისგან აშენებული უძველესი შენობები ზედმეტად მყიფე იყო იმისთვის, რომ ძლიერი მიწისძვრისთვის გაეძლო. დანგრეულია სახლების დაახლოებით 85%. ბევრ ოჯახს ქუჩაში ცხოვრება უწევს. მათ ეშინიათ იმ სახლებში დაბრუნება, რომლებიც ჯერ კიდევ დგას.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend