მთავარიევროპარუმინეთიომი რუმინეთის საზღვრებთან მოსახლეობას აშინებს

ომი რუმინეთის საზღვრებთან მოსახლეობას აშინებს

რუმინეთის ტერიტორიაზე, სოფელ პლაურუში, დრონის ნამსხვრევების პოვნის შემდეგ მოსახლეობას შეეშინდა, რომ მეზობელ უკრაინაში რუსეთის ომი შეიძლება მათ ქვეყანაზეც გავრცელდეს, რადგან საოკუპაციო ძალები მდინარე დუნაიზე უკრაინულ პორტებს ბომბავენ, ხოლო მათი მიზანი  კი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებაა მსოფლიო ბაზრებზე. ქალაქ პლაურუს მაცხოვრებლები თვეზე მეტია ამბობენ, რომ დრონები დასახლებულ პუნქტებთან ახლოს დაფრინავენ და მათ ხშირად ესმით აფეთქების ხმა.

ორჯერ გავიგეთ აფეთქების ხმა, შემეშინდა. ეს დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა. გარეთ გამოვედი, აქ ცხოველები მყავს, ისინი ანერვიულებულები იყვნენ”, – ამბობს ადგილობრივი. 

 ღამის ორ საათზე მოხდა აფეთქება, ფანჯრები ზანზარებდნენ, მაგრამ ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ. არ ვიცი რა შეგვიძლია გავაკეთოთ”, – ამბობს სოფელ პლაურუს მკვიდრი.

„აქამდე მშვიდი ცხოვრება გვქონდა. დღისით, სირენების ხმის მიუხედავად, საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ამიტომ მას ყურადღებას დიდად არ ვაქცევთ. მაგრამ როცა ღამდება. სიბნელეა და არ ვიცით, თუ სად დაეცემა ბომბები“, –  თქვა ადგილობრივმა.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა  ბუქარესტში სამი ზღვის ინიციატივის სამიტზე ყოფნისას განაცხადა, რომ თუ დადასტურდება, რომ ეს ნაწილები რუსების დრონს ეკუთვნის, იქნება ყოვლად მიუღებელი და შეფასდება როგორც რუმინეთისა და ნატოს მოკავშირის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა.

სოფელ პლაურუში კი დრონის ნაწილების პოვნის ფაქტთან დაკავშირებით რუმინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნულმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მდინარე დუნაის მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოფლის მოსახლეობას ცოტა ხნით სოფლის დატოვებისკენ მოუწოდა. ხალხს ეშინია, მაგრამ მიუხედავად არსებული ვითარებისა, მხოლოდ რამდენიმე ამბობს, რომ  წასვლა სურს. მოსახლეობას საკუთარი სახლების დატოვება უჭირს.

ახლა კი  რუმინეთში მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს დრონის სახეობა და წარმომავლობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend