მთავარიმსოფლიოანტარქტიკის დნობა შეუქცევადი პროცესი არ არის, თუმცა მოვლენები სწრაფად ვითარდება - ექსპერტები

ანტარქტიკის დნობა შეუქცევადი პროცესი არ არის, თუმცა მოვლენები სწრაფად ვითარდება – ექსპერტები

ანტარქტიკის ყინულის საფარის დნობა არ არის შეუქცევადი პროცესი, თუმცა ყველაფერი სწორედ ამ მიმართულებით მიდის. ამ თემაზეა საუბარი პოტსდამის კვლევითი ინსტიტუტის კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან დაკავშირებულ უახლეს ანგარიშში, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი ყინულოვანი მასის შესახებაც. რამდენიმე მყინვარზე ყინულის საფარი მცირდება.

დნობის მაჩვენებელი ნამდვილად შემაშფოთებელია. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მსოფლიოში რეკორდული ტემპერატურის ფონზე,  ერთი წლის განმავლობაში 2 მილიონ 7 ათასი კვადრატული კილომეტრის ყინულოვანი ფართობი გადნა.

ბრიტანეთის ანტარქტიკის მკვლევართა ჯგუფის წარმომადგენელი, ნორმან რატკლიფი ამბობს, რომ ეს არის დიდ ბრიტანეთზე 10-ჯერ უფრო მეტი ფართობი. მისი თქმით, ეს არის მასშტაბური  ანომალია, რომლის მსგავსიც მათ აქამდე, 45-წლიანი დაკვირვებისას არ უნახავთ. ყინულოვანი მასების დნობას ასევე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადგილობრივი ველური ბუნების რეპროდუქციაზე, მაგალითად, პინგვინებზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შეუქცევადი პროცესები დაწყებული არ არის, თუმცა არც შორეული პერსპექტივაა. პოლარული გარემოს შემსწავლელი მარტინ ზიგერტი ფიქრობს, რომ აუცილებელია მოქმედება დეკარბონიზაციის კუთხით, რათა მომავალშიც არ გაგრძელდეს მსგავსი მოვლენები. მართალია, ეს პრობლემას არ მოაგვარებს, თუმცა, მისი აზრით, ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი მაინც იქნება. ანტარქტიკის სრულად დაშლა ნელი და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც შესაძლოა 10 000 წელი დასჭირდეს და რომლის შედეგადაც რამდენიმე მეტრით მოიმატებს ზღვის დონე. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა, თანამედროვე ადამიანის საქმიანობით იყოს გამოწვეული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend