მთავარიევროპარუმინეთირუმინეთში თხევადი აირის სადგურზე მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთში თხევადი აირის სადგურზე მომხდარ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთში თხევადი აირის სადგურზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაშავდა. რამ გამოიწვია სადგურზე აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტთან დაკავშირებით რუმინეთის პროკურატურამ  გამოძიება უკვე დაიწყო.

დაშავებუთა უმრავლესობას ის მეხანძრეები წარმოადგენენ, რომლებიც პირველი აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ, რომელსაც მალევე მეორე აფეთქება მოჰყვა.

რუმინეთის პრეზიდენტმა აფეთქებების გამო მწუხარება გამოთქვა და მომხდარს ქვეყნის ,,ტრაგედია“ უწოდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია თხევადი გაზის სადგურზე აფეთქება, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ცეცხლი შესაძლოა სიგარეტის ნამწვის შედეგად გაჩნდა.

რუმენთში დაშავებულთათვის სისხლის დონაცია მუშაობს, სადაც უკვე ათასობით ადამიანი დგას რიგში, თანამოქალაქეების დასახმარებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend