მთავარიაზიაპაკისტანიპაკისტანში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის რელიგიური მოტივით დაპირისპირებაა

პაკისტანში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის რელიგიური მოტივით დაპირისპირებაა

პაკისტანის აღმოსავლეთით, ფეისალაბადის რაიონში  მდებარე ქალაქ ჯარანვალაში მცხოვრებ ქრისტიანებს, თავიანთი საცხოვრებელი ტერიტორიიის სწრაფად დატოვება მოუწიათ. მუსლიმმა მოსახლეობამ მათი დასახლება ააოხრა. გადაწვეს და გაძარცვეს სახლები და ეკლესიები. როგორც ამბობენ მოტივი, ქრისტიანი უმცირესობის მიერ მუსლიმთა წმინდა წიგნის, ყურანის სავარაუდო შეურაცყოფა იყო. შემზარავი თავდასხმის მიუხედავად, ამ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„მთელი ოჯახი სახლში ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით. უცებ ქუჩაში მყოფი ხალხის ხმა გავიდეთ. ყვიროდნენ და რაღაცებს ისროდნენ. სახლიდან გამოსვლა მოვასწარით. ჩვენს სახლს ბენზინი გადაასხეს და დაწვეს“, – ამბობს ერთ-ერთი დამწვარი სახლის მეპატრონე შაზია ამჯადი.

შემთხვევიდან მეორე დღეს, დაზარალებული ქრისტიანები ადგილზე მივიდნენ, რათა ენახათ, გადაურჩა თუ არა მათი ქონებიდან რაიმე მუსლიმთა მიერ დარბევას. ადგილობრივები ერთმანეთს ანუგეშებენ და პარალელურად, გადარჩენილ ნივთებს ეძებენ.

„შეხედეთ ჩვენს სახლებს, ეკლესიებსა და ქუჩებს. ყველაფერი განადგურებულია და ასობით ადამიანი ქუჩაში დავრჩით. და არავინ იცის რის გამო. გვაბრალებენ, რომ მუსლიმანებს შეურაცყოფას ვაყენებთ. არადა უმცირესობაში ვართ. ამას ვერც გავბედავთ. ჩვენ გვინდა სამართალი და მშვიდად ცხოვრება. ჩვენთვის მშვიდად ლოცვა ჩვენს ეკლესიებში. გვაიძულებენ აქედან წავიდეთ. ყველა ეკლესიას რაღაცას უშავებენ“, – აცხადებს კიდევ ერთი დაზარალებული აზიმ მასიჰი.

ქალაქ ჯარანვალაში სულ 17 ქრისტიანული ეკლესიაა. ადგილობრივების ცნობით, სხვადასხვა დროს ყველა მათგანი დანარბევია. ადგილზე ვიტარების განსამუხტად ჩავიდნენ მუსლიმი სასულიერო პირები. ისინი მოსახლეობას ხვდებიან და პოლიციას წესრიგის აღდგენაშ ეხმარებიან. იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება თითქოს დამნაშავეებს იჭერს, მათ მიმართ პაკისტანის კანონების მიხედვით, სამართალი სათანადოდ არ ხორციელდება, რაც ქრისტიანი მოსახლეობის განცხადებით, ძალადობის წახალისებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend