კატეგორიები

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის აეროპორტის რუსეთის მართვაში გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ რეაქციას ელის

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის აეროპორტის რუსეთის მართვაში გადაცემის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ რეაქციას ელის

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა სოხუმის აეროპორტის რუსი ინვესტორისთვის გადაცემას.

„ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“ – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში, რომელიც მან  ოფიციალურ Facebook და Twitter-ის გვერდებზე გამოაქვეყნა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები