კატეგორიები

„თალიბანის“ გადაწყვეტილებით, ავღანეთში  სილამაზის სალონები აიკრძალა

„თალიბანის“ გადაწყვეტილებით, ავღანეთში  სილამაზის სალონები აიკრძალა

„თალიბანის“ მიერ გამოცხადებულმა ახალმა აკრძალვამ სილამაზის სალონების დახურვასთან დაკავშირებით უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია ავღანელ ქალებსა და საერთაშორისო საზოგადოებაში. აკრძალვა ეხება ქაბულსა და ყველა პროვინციას. სილამაზის სალონის მეპატრონეებს კი ერთი თვის ვადა მიეცათ, რომ მუშაობა შეაჩერონ. აკრძალვის მიზეზებზე „თალიბანს“ არ უსაუბრია.

ვიზაჟისტი ზარაფშანი  ერთი წელია, რაც სილამაზის სალონში მუშაობს. იგი „თალიბანს“ გადაწყვეტილების შეცვლას სთხოვს, რადგან აქ ხალხი კანონიერად გამოიმუშავებს ფულს. მისი თქმით, ქალებს ისიც ეყოფათ, რომ მათთვის სკოლებია დაკეტილი. მისი აზრით, ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი უნდა იყოს, რის უფლებასაც „თალიბანი“ არ აძლევს.

ვიზაჟისტი იელდა აზიზიც ნერვიულობს, რადგან სალონი მისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

ეს გადაწყვეტილება ავღანელი ქალების უფლებებისა და თავისუფლების მორიგი შეზღუდვაა. როგორც ცნობილია, ავღანეთში ქალებს ბევრი რამ ეზღუდებათ.

„თალიბანის“ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებაც გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ჰუმანიტარული კრიზისი. ავღანეთის იზოლაცია კი უფრო იზრდება, თან იმ დროს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა თითქმის მთლიანად მოშლილია.

 

 

Related news
პაკისტანმა ავღანეთზე იერიშები მიიტანა ავღანეთში მიწისძვრას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა და 300-ზე მეტი დაშავდა
სხვა ამბები