მთავარისაქართველომინისტრის საათი პარლამენტში - რა უპასუხა და რას არ უპასუხა ქვეყნის საგარეო...

მინისტრის საათი პარლამენტში – რა უპასუხა და რას არ უპასუხა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა

“ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას.” “მოგთხოვათ თუ არა ვინმემ, რომ საქართველო ომში ჩაერთოს?” - ოპოზოციონერი დეპუტატების ეს შეკითხვები მინისტრმა უპასუხოდ დატოვა

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოს ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და მისცა რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ქვეყანა ევრობლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.. დღეს, 16 ივნისს ზუსტად 1 წლის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტში გამოდის სიტყვით და ამბობს, რომ საქართველო რეალურად კანდიდატის სტატუსს შარშანაც იმსახურებდა.

ილია დარჩიაშვილმა დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაზე.

მინისტრი ამბობს, რომ უკვე დასკვნით ფაზაზეა 12 რეკომენდაციის შესრულებაც, რომლის შესახებაც ევროკომისიამ მალე მორიგი დასკვნა უნდა მოამზადოს. ილია დარჩიაშვილმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, თუმცა ზოგიერთი ოპოზიციონერის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა…

მაგალითად, თავი შეიკავა დეპუტატის კითხვის საპასუხოდ ჩამოეთვალა ევროპული ქვეყნები, რომელთაც მისი აზრით საქართველოს ომში ჩართვა სურთ… ასევე, დღეს დარჩიაშვილმა უპასუხოდ დატოვა კითხვა – ითხოვს თუ არა ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend