მთავარისაქართველობათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა - FIABCI-ის მსოფლიო კონგრესი

ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა – FIABCI-ის მსოფლიო კონგრესი

ბათუმის სტადიონმა, მაიამიში გამართული უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის (FIABCI) მსოფლიო კონგრესზე უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა. ბათუმის სტადიონი მაიამიში გამართულ მსოფლიო კონგრესზე წარდგენილი იყო როგორც პირველი ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული. საქართველოში უძრავი ქონების ოსკარი ბათუმის სტადიონმა 2022 წლის ოქტომბერში მოიპოვა.

აჭარაბეთ არენა, რომელშიც 20 383 ადამიანი ეტევა, 2020 წელს გაიხსნა, იქ იმართება “დინამო ბათუმის”, საქართველოს ფეხბურთელთა და მორაგბეთა ნაკრების მატჩები. “ბორჯღალოსნებმა” იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება ამ სტადიონზე მოიპოვეს. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბოლო საშინაო მატჩი ნორვეგიის წინააღმდეგ “აჭარაბეთ არენაზე” გამართა.  სტადიონიო 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს 8 ივლისს უმასპინძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend