კატეგორიები

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნატოს სამხედრო ალიანსი გამოაფხიზლა

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნატოს სამხედრო ალიანსი გამოაფხიზლა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრატისლავაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გამოაფხიზლა. როგორც ცნობილია, ოთხი წლის წინ  საფრანგეთის პრეზიდენტმა სამხედრო ალიანსი უუნარო ორგანიზაციად შეაფასა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ მან 2019 წელს მკაცრი განცხადება გააკეთა ნატოსთან დაკავშირებით იმ დაყოფისა და აზრთა სხვადასხვაობის გამო, რომელიც ორგანიზაციაში თურქეთსა და რამდენიმე სხვა ძალას შორის არსებობდა. დღეს კი შეუძლია განაცხადოს, რომ ვლადიმერ პუტინმა ალიანსი ერთგვარი ელექტროშოკით გამოაფხიზლა.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოსლოში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორდღიან არაფორმალურ შეხვედრას მართავს. ნატოს წევრი ქვეყნები თანხმდებიან, რომ უკრაინა შეუერთდება ნატოს წევრ ქვეყნებს მას შემდეგ, რაც რუსეთთან ომი დასრულდება. ეს შეხვედრა წინ უძღვის ნატოს სამიტს, რომელიც ივლისში ლიეტუვაში გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
ეროვნული სუვერენიტეტი „ამერიკისა და ჩინეთისთვის საჩუქრის მიძღვნას ნიშნავს“ - განუცხადა „ევრონიუსს“ იტალიის ყოფილმა პრემიერმა ენრიკო ლეტამ აშშ-ის სამხედრო ძალები ირანს უკვე მეექვსე დღეა ინტენსიურად უტევენ
სხვა ამბები