მთავარიევროპაუკრაინასვეტლანა ციხანოვსკაიას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სვეტლანა ციხანოვსკაიას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მინსკის საქალაქო სასამართლომ ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს სვეტლანა ციხანოვსკაიას დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების გამო შეთქმულების მოწყობა და სხვა დანაშაულებში მონაწილეობა ედება ბრალად, მათ შორისაა საზოგადოებრივი არეულობის წახალისება და სანქციების მოთხოვნა.

ციხანოვსკაიასა და ბელარუსის ოპოზიციის სხვა ლიდერების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. ბრალდებული იყო ასევე საფრანგეთში  ბელარუსის ყოფილი ელჩი პაველ ლატუშკო. მასაც დაუსწრებლად 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ციხანოვკსაიამ და ლატუშკომ 2 წლის წინ დატოვეს ბელარუსი. პრეზიდენტობის ყოფილმა  კანდიდატმა საქმესთან დაკავშირებული მასალების გაცნობა დისტანციურად მოითხოვა, თუმცა სასამართლომ უარი განაცხადა. ციხანოვსკაია მის მიმართ აღძრულ საქმესა და სხვა მსგავს სასამართლო პროცესებს ფარსად და ალექსანდრ ლუკაშენკას შურისძიებად აფასებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend