მთავარიევროპაბოსნია და ჰერცეგოვინაბოსნიელი ინჟინრები უკრაინელებს "მინი ელექტროსადგურების" პროექტირების ტექნოლოგიას უზიარებენ

ბოსნიელი ინჟინრები უკრაინელებს “მინი ელექტროსადგურების” პროექტირების ტექნოლოგიას უზიარებენ

ბოსნიის აღმოსავლეთით, ქალაქ გორაზდეს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის ის ტანჯვა, რასაც უკრაინელები გადიან. ოცდაათი წლის წინ მათაც გადაიტანეს მსგავსი პრობლემები, როდესაც 3 წელიწადი უკიდურეს გაჭირვებაში გაატარეს. რადგან ბოსნიელმა სერბებმა მათი ქალაქი რაკეტებით დაბომბეს და არტილერიით ააოხრეს.

ბოსნიის 1992-95 წლების ომის გამო, მოსახლეობას დიდი ხნის განმავლობაშ არ ჰქონდა წვდომა ელექტროენერგიაზე, საკვებსა და მედიკამენტებზე. გორაზდეს მაცხოვრებლებმა კრეაატიული გზები გამონახეს, რათა თავი გადაერჩინათ. ისინი ახლა რჩევებს უზიარებენ უკრაინაში რთულ პირობებში მყოფ მოსახლეობას.

„ყველაფერი რაც უკრაინელი ხალხისთვის გათბობისა და განათების კუსტარული წესების გაზიარებაში დაგვეხმარება უკვე შევაგროვეთ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გავგზავნეთ. რამდენიმე დღის განმავლობაში, მოსახლეობას მოვუწოდებდი, რომ თუ რაიმე ჰქონდათ შემორჩენილი წარსულიდან, ჩვენს მერიაში მოეტანათ. ხალხი ენთუზიაზმით შეხვდა ამ მოწოდებას და მართლაც ბევრი რამ მოგროვდა. იმედი მაქვს, გასაჭირში მყოფ უკრაინელებს ამით მცირედით მაინც დავეხმარებით“, – განაცხადა გორაზდეს გუბერნატორმა ედინ კულოვმა.

1990-იან წლებში ბოსნიელები განათების ადა გათბობისთვის „მინიატურულ ელექტროსადგურებს“ აწარმოებდნენ და იყენებდნენ. მათი დამამზადებლებიდან დღესაც ბევრია ცოცხალი და იხსენებენ იმ ტექნიკასა და კრეატიულ მიდგომას, რითაც ადრე გადარჩენა მოახერხეს. ამ ცოდნას ახლა სიამოვნებით იყენებენ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

„იმის დრო არ გვქონდა, რომ ნახაზები გაგვეკეთებინა და პროექტირების სრული წესების დაცვით აგვეგო სადგურები. პირდაპირ მითითებებით ვმუშაობდით. ამით გადავრჩით. არც ახლაა ნახაზების ადა ინსტრუქციების კეთების დრო. უკრაინელი ხალხი ჩვენთვის ნაცნობ სიტუაციაში არის. ისევ მოვიყარეთ თავი ძველმა ნაცნობებმა და შევუდექით საჭირო დეტალების დამზადებას, რაც უკრაინელებს „მინი ელექტროსადგურების“ დამზადებაში დაეხმარებათ“. – ამბობს ინჟინერიის პროფესორი, „კუსტარული ელექტროსადგურის“ დამპროექტებელი აზიზ ლეპენიკა.

ბოსნიის ომის დროს ამ ქალაქში 7000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის გაყინვით. სწორედ ამან აიძულა ინჟინრები სწრაფად ემოქმედათ და რაიმე გზები გამოეძებნათ გათბობისა და განათებისთვის. ისინი საშიშროებიდან გამომდინარე ღამით იკრიბებოდნენ და იდეაზე მუშაობდნენ. ახლა იმედი აქვთ, რომ მათი გამოგონებები უკრაინელებსაც დაეხმარება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend