მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს და ოლაფ შოლცს დახმარებისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს და ოლაფ შოლცს დახმარებისთვის მადლობას უხდის

დამატებითი ჯავშანტექნიკისა და საჰაერო თავდაცვის პატრიოტის სისტემის გადაცემის გამო, აშშ-ს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დახმარების ეს პაკეტი წარმოადგენს, მხარდაჭერის სულ სხვა ნაბიჯს და მნიშვნელოვნად გაახლებს უკრაინის შეიარაღებას.

„დღეს მინდა პირადად მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ბაიდენს და კანცლერ შოლცს ჩვენი თავდაცვის გაძლიერების გადაწყვეტილების გამო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გვექნება პატრიოტის კიდევ ერთი სისტემა და ძლიერი ჯავშანტექნიკა – ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. მოწოდების ვადები ხვალ, ბატონ კანცლერთან ჩემი საუბრის შემდეგ დადგინდება”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელესნკიმ ასევე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შესახებაც. მან საუბრის დეტალების შესახებ გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ძირითად თემას შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება და შესაძლო ბირთვული საფრთხეების პრევენცია იყო.

“ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. მან ძირითადად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მესაუბრა. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ სასურსათო უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზეც. არსებულ ბირთვულ საფრთხეებზე, რადგან რადიაციული საშიშროების პრევენცია ერთ-ერთი უპირველესია. მადლობა პრეზიდენტ ერდოღანს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისთვის“,- აღნიშნა ზელესკიმ.

შეგახსენებთ, რომ მორიგი სამხედრო დახმარების ფარგლებში, აშშ უკრაინას Bradley Fighting Vehicles-ს, ხოლო გერმანია Marder-ის ჯავშანმანქანებსაც უგზავნიან.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend