მთავარიამერიკაპერუისტორიაში პირველად პერუს ქალი პრეზიდენტი ჰყავს

ისტორიაში პირველად პერუს ქალი პრეზიდენტი ჰყავს

კონგრესმა პერუს პრეზიდენტს პედრო კასტილიოს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ახლა ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ის პირველი ქალი ლიდერია. დინა ბოლუარტემ, რომელიც აქამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, საკონსტიტუციო კრიზისის ფონზე ფიცი უკვე დადო ლიმაში.

პედრო კასტილიომ განაცხადა, რომ კონგრესის „საგანგებო მთავრობით“ შეცვლას აპირებდა. სწორედ ამ დროს კანონმდებლები  მისი იმპიჩმენტის საკითხს განიხილავდნენ. ეს იყო მათი მესამე მცდელობა მას შემდეგ, რაც მან 2021 წლის ივლისში თანამდებობა დაიკავა. საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა პრეზიდენტი გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა, კანონმდებლებმა კი მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს.

ასევე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ კასტილიო პროკურორების თანდასწრებით რაღაც ქაღალდებს აწერს ხელს. ვარაუდობენ, რომ ის უკვე დაკავებულია. ბოლო ინფორმაციით, კასტილიოს წინააღმდეგ ექვს საქმეს იძიებენ, მათი უმეტესობა სავარაუდო კორუფციას უკავშირდება.

კასტილიო ძალაუფლების შესანარჩუნებლად კონგრესს დაუპირისპირდა.  გენერალურმა პროკურორმა პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი და იგი იმ კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები და მოკავშირეები მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ისინი სახელმწიფო კონტრაქტებს ფულის სანაცვლოდ აფორმებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend