კატეგორიები

ომი გრძელდება: კიევის მშვიდობიანი მოსახლეობა მეტროს აფარებს თავს

ომი გრძელდება: კიევის მშვიდობიანი მოსახლეობა მეტროს აფარებს თავს

რუსეთის სამხრეთით, კურსკის რეგიონში მდებარე აეროპორტში ხანძარი გაჩნდა,  გუბერნატორი ხანძარს უკრაინული სამხედრო დრონებით მიტანილ იერიშს მიაწერს.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„კურსკის რეგიონში ანტი-ტერორისტული კომისიის სხდომა გაიმართა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული რეჟიმი შენარჩუნდება, შეჩერდა სასწავლო პროცესიც, ხანძარი ჩამქრალია და მსურს, მეხანძრეებს დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კურსკის რეგიონის გუბერნატორმა რომან სტარავიტმა.

უკრაინის დედაქალაქში კი რუსული სარაკეტო იერიშების ფონზე მშვიდობიანი მოსახლეობა მეტროს აფარებს თავს.

„სიტყვები არ მყოფნის, როდის დასრულდება ეს საშინელება, არც კი ვიცი ეს ოდესმე დასრულდება თუ არა. არ შეიძლება, რომ ასე, შეშინებულ ბავშვებთან ერთად მუდამ მეტროში ვისხდეთ”, – წუხს კიევის მკვიდრი ტანია მანდროვა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რუსული სარაკეტო შეტევები კიდევ მოსალოდნელია.

დაკავშირებული ამბები
ლავროვის თქმით, უკრაინაში ომის მიმდინარეობას გადაწყვეტენ ჯარისკაცები და არა მოლაპარაკებები უკრაინისთვის გამოყოფილი 6.6 მილიარდი ევროს განბლოკვის პროცესი დაწყებულია
სხვა ამბები