მთავარიევროპაუკრაინაომი უკრაინაში: ხერსონი გათავისუფლებას ზეიმობს

ომი უკრაინაში: ხერსონი გათავისუფლებას ზეიმობს

რუსული ჯარების უკან დახევის შემდეგ, ხერსონის დაბრუნება უკრაინული წარმატებული კონტრშეტევის კიდევ ერთი მაგალითია. ხერსონის მკვიდრი, ინა კოჟემიაკინა ამბობს, რომ გული სიხარულით სავსე აქვს.

ხერსონში დავრჩი, რათა ამ დღეს მოვსწრებოდი. განვლილი ტანჯვა არაფერია იმ სიხარულთან შედარებით, რომელსაც ახლა განვიცდი. ჩემი დაბადების დღეც კი არ მიხარია ისე, როგორც ჩვენი გათავისუფლება.  ბოლო სამი დღეა სიხარულით ვარ სავსე, ამ დღეს ხომ დიდ ხანს ველოდით. ეს არის გამარჯვება, დიდი გამარჯვება“, – ამბობს ხერსონის მკვიდრი ინა კოჟემიაკინა.

გათავისუფლებულ ქალაქში სასმელი წყლის, მედიკამენტებისა და საკვების ნაკლებობაა, ქალაქში არ არის ელექტროენერგიაც.

„ჩვენ პარტიზანულ ომს ვეწეოდით. რთული იყო, მორალურადაც და ფიზიკურადაც, ჩვენი ჯარების დასახმარებლად ინფორმაციის შეგროვება რთული იყო, ოკუპანტები ყველაფერს აკონტროლებდნენ. ყველაფერს ამოწმებდნენ, ტელეფონებს, მადლობა ღმერთს რომ გადავრჩი“, – იხსენებს ადგილობრივი ვოლოდიმირი.

უკრაინული არმია კი გათავისუფლებულ ქალაქში უსაფრთხოების ზომებს იღებს, აუფეთქებელ ყუმბარებს, ნაღმებს ეძებს, ქალაქში საზოგადოებრივი ცხოვრება ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს.

მთავარ მოედანზე კი მოსახლეობა უკრაინის დროშებზე ჯარისკაცების ხელმოწერებს აგროვებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend