რუსულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთი ქალაქი – ხერსონი დაბომბეს. დაიღუპა 3 ადამიანი, ექვსი კი დაიჭრა
გასულ წელს რუსმა სამხედროებმა ქალაქიდან და ასევე მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან უკან დაიხიეს, თუმცა ახლა თავიანთი პოზიციებიდან, დნიპროს აღმოსავლეთ სანაპიროდან, რეგულარულად ბომბავენ მას.
12 ნოემბერს მათ ქალაქ ხარკივზე S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემით მიიტანეს იერიში. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბრიუსელში კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის დაწესებაზე მუშაობენ. ისინი ბოლო დეტალებს განიხილავენ.
2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა კრემლის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი შეიმუშავა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის ინფორმაციით, სანქციების უახლესი პაკეტი მოიცავს ახალ საექსპორტო შეზღუდვებს, მათ შორისაა შეზღუდვა ბრილიანტსა და ნავთობის ფასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.
Today, the EU’s 27 foreign ministers passed a united message of support to Ukraine, as we welcomed FM @DmytroKuleba.
Ukraine is EU’s top priority – there will be no fatigue to our commitment. I am working, following up to the #EUCO tasking, on our future security commitments. pic.twitter.com/bfHFitm5km
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) November 13, 2023
ევროკავშირის მიზანია, რუსეთს მაქსიმალურად შეუმცირდეს მოგება, რომელსაც იგი ნავთობპროდუქტების გაყიდვის შედეგად იღებს.