მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

რუსეთის ფედერაციასთან დაძაბული ორმხრივი ურთიერთობების ფონზე უკრაინა დღეს, 23 აგვისტოს დამოუკიდებლობის 30 – ე წლისთავს აღნიშნავს.

უკრაინელმა კანონმდებლებმა სამშობლოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადეს.

უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას წინ უსწრებდა ჩაშლილი სამხედრო გადატრიალება მოსკოვში.

უკრაინელი ისტორიკოსი, ოლექსანდრ ალფეროვი მის სამშობლოში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

„ბევრი ადამიანი რეგიონებიდან კიევში ჩამოვიდა, 24 აგვისტოს დამოუკიდებლობა რომ არ გამოცხადებულიყო. ყველაფერი საბჭოთა ჯარისკაცებსა და მოქალაქეებს შორის საშინელი კონფლიქტით დასრულდებოდა. მოსახლეობას ესმოდა, რომ კიევში წასვლით ისინი სამშობლოს დამოუკიდებლობის გამოაცხადებს უჭერდნენ მხარს. 24 აგვისტოს პარლამენტის შენობასთან ძალიან ბევრი მოქალაქე შეიკრიბა. ისინი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოითხოვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კრავჩუკმა კი დამოუკიდებლობის შესახებ წინადადება სწრაფი ტემპით გაიტანა კენჭისყრაზე. დოკუმენტის ტექსტი წინა ღამით პოლიტიკოსმა და დისიდენტმა, ლევკო ლუკიანენკომ დაწერა“, – ამბობს ისტორიკოსი ოლექსანდრ ალფეროვი.

უკვე დეკემბერში გამართული რეფერენდუმის შედეგების თანახმად კი ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარი უკრაინის მოსახლეობის 90 – მა პროცენტმა დაუჭირა.

ამ მოვლენათა შემდეგ შიდა და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობისა, მისი რეგიონების ანექსიისა და ოკუპაციის თვალსაზრისით უკრაინამ რთული პერიოდი გაიარა.

რუსეთის ფედერაციის მიერ დონბასისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპაციისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის ფონზე, უკრაინაში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა.

უკრაინამ დამოუკიდებლობა პირველად პირველ მსოფლიო ომში, რუსეთის იმპერიის დამარცხებისა და იმპერიის კომუნისტური რევოლუციის შედეგად განადგურების შემდეგ მოიპოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend