მთავარიევროპაუკრაინახერსონი რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ ცივი ზამთრისთვის ემზადება

ხერსონი რვათვიანი ოკუპაციის შემდეგ ცივი ზამთრისთვის ემზადება

ოკუპანტებისგან ახლად გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონის მოსახლეობა ცივი და რთული ზამთრისთვის ემზადება.

ზამთრის პირველი თოვლის მოსვლამ კიდევ უფრო გაამწვავა ის სირთულეები, რომელთა წინაშეც უკრაინელები აღმოჩნდნენ. რუსების სარაკეტო თავდასხმების შედეგად მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება სასმელი წყალი და ელექტროენერგია.

ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ახლად გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში, სადაც მოსახლეობას საკვებითა და მედიკამენტებით უკვე ამარაგებენ. თუმცა ხალხის დაბრუნებასთან ერთად მოთხოვნაც სულ უფრო მეტად იზრდება.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ გაზრდიან დახმარების მოცულობას.

კრიზისის მართვის საკითხებში ევროკომისრის იანეზ ლენარჩიჩის თქმით,  ზამთარი უკვე დადგა, ამიტომ ახლა  მათთვის ჰუმანიტარული საკითხებია პრიორიტეტული. ამაზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს, თუმცა ახლა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანის გამო ეს თემა  უფრო აქტუალური გახდა.

თუმცა ხერსონსა და სხვა ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა საფრთხეებთან არის დაკავშირებული, რადგან რუსეთმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების გარშემო ტერიტორიები დანაღმა.

ხერსონის გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქიდან სადღესასწაულო განწყობის ამსახველი კადრები ვრცელდებოდა, თუმცა ახლა ისინი მძიმე კადრებმა ჩაანაცვლა. მოსახლეობას, რომელიც სასტიკი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, გადარჩენისთვის ყოველდღიურად უწევს ბრძოლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend