თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთის არმია დამარცხდა კიევის მისადგომებთან, დამარცხდა ხარკივთან, ახლა კი უკვე ქალაქ ხერსონთანაც. რუსული არმია ხერსონიდან გამთენიისას გავიდა და საკუთარ მიწაზე უკვე შევიდნენ უკრაინელები. ეს არის ქალაქი, სადაც მოსკოვმა არალეგიტიმური რეფერენდუმი ჩაატარა და მისი ანექსია მოახდინა. დღეს კი თავად თქვა უარი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თავისას უწოდებს.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს „ჯეოქეისის“ თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე