მთავარი ამბები სამართალი, რომელიც ვერ ზეიმობს

სამართალი, რომელიც ვერ ზეიმობს

სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტიდან 28 წელი გადის და  გაეროს სასამართლომ ბრალი დაუმძიმა ომის დანაშაულში ბრალდებულ ორ პირს, რომლებიც ამავე სასამართლომ ერთხელ უკვე გაამართლა.

გადის წლები, დანაშაულები მტკიცდება, თუმცა სამართალი ვერ ზეიმობს. იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს საერთაშორისო ტრიბუნალმა განაჩენი გამოუტანა, თუმცა ის უკვე ცოცხალი აღარ იყო, 2006 წელს ჰააგის ციხეში გულის შეტევით დაასრულა სიცოცხლე. ისე, რომ ჯერ კაცობრიობის წინაშე დამნაშავის სტატუსიც  არ ჰქონდა. ახლა მის მოკავშირეებს უპირებენ დასჯას. თუმცა ქალები, რომლებიც 27 წლის წინ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან და შემზარავ ამბავს გადაურჩნენ – ამბობენ, რომ მათ ტკივილს ვერაფერი გაანელებს.

მეჯრა ჯოგაზმა,  სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილმა ქალმა დღეს ტელევიზორით გაიგო, რომ  თითქმის სამი დეკადის შემდეგ, გამო გაეროს სასამართლომ ორ სერბ მაღალჩინოსანს, ჯოვიკა სტანისიჩსა და ფრანკო სიმატოვიჩს ბრალი დაუმძიმა. იმ ამბობს, რომ  წლებია ამ ორი მაღალჩინოსნის დანაშაულზე საუბრობს, თუმცა მას აქამდე არავინ უსმენდა. მან სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის დროს სამი ვაჟი და მეუღლე დაკარგა. ამბობს, რომ ამას არაფერი ეშველება, მაგრამ მაინც სურს დამნაშავეები დაისაჯონ და ვერასდროს გამოვიდნენ ციხიდან.

„წლების  განმავლობაში ჩვენ ვლაპარაკობდით  მათ მონაწილეობაზე ომის დანაშაულებში, მაგრამ რეაქცია ამას არ მოჰყოლია. მიხარია, რომ ახლა  მაინც წარუდგინეს მათ ბრალი და ღმერთი მათ არ მისცემს საშუალებას, რომ ციხიდან ცოცხლები გამოვიდნენ. ჩემი შვილები საფლავებიდან ვერ ადგებიან… ეს მათ ვერ გააცოცხლებს. მაგრამ მათ სიკვდილში დამნაშავეები მაინც  სიკვდილამდე უნდა ისხდნენ ციხეში“, – ამბობს მეჯრა ჯოგაზი.

სტანისიჩი და სიმატოვიჩი ათწლეულების წინ გაეროს სასამართლომ ერთხელ უკვე გაამართლა. ახლა სააპელაციო პროცესია, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას ომის დანაშაულის ყველაზე ხანგრძლივ საგამოძიებო პროცესს.  სრებრენიცის ანკლავი, რომელიც გაერომ 1993 წლის აპრილში გამოაცხადა „უსაფრთხოების ზონად“, 1995 წლის 11 ივლისს ბოსნიელმა სერბებმა აიღეს. საერთაშორისოდ აღიარებული ვერსიის თანახმად ბოსნიელმა სერბებმა 8000 ბოსნიელი-მუსლიმი მამაკაცი მოკლეს, რომელთა ასაკი 13-დან 77 წლამდე იყო…  არავინ იცის ამ ტრაგედიის ზუსტი მასშტაბი  – მსხვერპლთა ისტორიები დღემდე გროვდება და მხოლოდ  ამ საზარელ ამბავს გადარჩენილებმა იციან, რა მოხდა იქ სინამდვილეში…

სოფო მაქაცარია

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend