კატეგორიები

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან

დღეს, 14 ნოემბერს კუნძულ ბალიზე მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან.

სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს ვლადიმერ პუტინი- ის შეხვედრას ონლაინფორმატითაც არ დაესწრება.

კუნძულზე უკვე ჩავიდნენ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ჩინელი კოლეგა სი ძინპინი, რომლებმაც შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის დაწყებამდე სი ძინპინმა თქვა, რომ მათ უნდა იმუშაონ ყველა ქვეყანასთან, რათა დამყარდეს მშვიდობა მსოფლიოში.

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი პრეზიდენტების რანგში ერთმანეთს პირველად ხვდებიან. გავრცელებული ცნობებით, საუბრის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ტაივანთან ჩინეთის პოლიტიკა იქნება.

სწორედ ტაივანის საკითხია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რაზეც პეკინი და ვაშინგტონი ვერ თანხმდებიან.

დაკავშირებული ამბები
ირანის ომმა მსოფლიოს ქვეყნებში საავიაციო საწვავის ამოწურვის რისკი გააჩინა მოსკოვი ადასტურებს მალიში რუსეთის „აფრიკული კორპუსის“ წევრებს შორის დანაკარგებს
სხვა ამბები