მთავარიევროპაპორტუგალიაპორტუგალიის მთავრობა კერძო სექტორს ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთავაზობს

პორტუგალიის მთავრობა კერძო სექტორს ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლას სთავაზობს

დებატები ოთხდღიანი სამუშაო კვირის შესახებ ახალი არაა და მსოფლიოში უკვე არსებობს მსგავსი გამოცდილება.

პორტუგალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის მთავრობამ კერძო სექტორსა და პროფკავშირებს წარუდგინა წინადადება, რომ მთავრობის დახმარებით, ხელფასების შემცირების გარეშე ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე საცდელი პერიოდით, ნახევარი წლით, გადასულიყვნენ.

როდესაც 4 დღიანი სამუშაო კვირის უპირატესობაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ ისლანდიის მაგალითი და მონაცემები. ისლანდიაში მოსახლეობის 1 პროცენტი კვირაში ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდა.

ავადმყოფობის გამო გაცდენები მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო პროდუქტიულობა ზოგ შემთხვევაში გაიზარდა კიდეც.

ევროსტატის ინფორმაციით, ევროკავშირის მხოლოდ ხუთ ქვეყანაში არ აჭარბებენ კვირაში  40 სამუშაო საათს: ეს ქვეყნებია: ლიეტუვა, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები და საფრანგეთი.

ამ საკითხთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ტარდება ყველაზე დიდი ექსპერიმენტი, რომელიც 100%-ით ანაზღაურებას, 80 პროცენტიან სამუშაო დროსა და 100-პროცენტიან პროდუქტიულობას გულისხმობს.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტი ივნისში დაიწყო, ის ექვსი თვე გაგრძელდება. მასში 3300 დასაქმებულია ჩართული. წარმოდგენილი დასკვნები მხოლოდ დასაქმებულებს არ ეხებათ. კომპანიების 46 პროცენტი აცხადებს, რომ შენარჩუნებულია პროდუქტიულობის არსებული მაჩვენებელი. კომპანიების 49 პროცენტი კი ამტკიცებს, რომ პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზარდა.

ბელგიაში საათების რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა დასაქმებულს არჩევანი აქვს,  5 დღე იმუშაოს თუ 4.

ესპანეთში მსგავსი საცდელი პროგრამა ვერ განხორციელდა, რადგან დასაქმებულები არ დათანხმდნენ იმას, რომ სამუშაო დროსთან ერთად შემცირებულიყო ხელფასებიც.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend